OneNote-ის განათლების პარტნიორები

Blackbaud
Blackbaud-ში კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული კერძო სკოლების დღევანდელი გამოწვევები და ჩვენ უზრუნველვყოფთ სკოლისთვის უნიკალურ საშუალებას იმისთვის, რომ მოსწავლემ შეამოწმოს საშინაო დავალება, მასწავლებელმა აღრიცხოს შეფასებები, მშობელმა გადაიხადოს სწავლების საფასური, სკოლის პერსონალმა შეასრულოს ადმინისტრაციული ფუნქციები მარტივად და ონლაინ-საცავზე დაფუძნებული ერთიანი თანამედროვე სრულად დაკავშირებული სისტემის მეშვეობით.
Blackboard
Blackboard-ის მიზანია საერთაშორის საგანმანათლებლო საზოგადოებასთან პარტნიორობა მოსწავლისა და ინსტიტუციური წარმატებისთვის, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დასანერგად. მოსწავლის სამყაროს შეუფასებელი აღქმის მეშვეობით, სტუდენტების წარმატებისთვის გამიზნული მაქსიმალურად ყოვლისმომცველი გადაწყვეტილებებითა და ინოვაციების დასანერგი უზარმაზარი პოტენციალით, Blackboard არის პარტნიორი განათლების დარგში, რომელიც შექმნილია ცვლილებების შესატანად.
Brightspace
გლობალური ლიდერი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში, კომპანია D2L არის Brightspace-ის, მსოფლიოს პირველი სანდო ინტეგრირებული სასწავლო პლატფორმის შემმუშავებელი. D2L-ის ღია და უნივერსალურ პლატფორმას 1100-ზე მეტი კლიენტი და 15 მილიონი ინდივიდუალური სტუდენტი იყენებს უმაღლესი განათლების, K-12, ჯანდაცვის, მთავრობის და საწარმოების სექტორში. ეს გადაწყვეტილება შეუფერხებლად მუშაობს Office 365, Outlook, OneDrive, Mix და OneNote-თან ერთად.
Canvas
შეუფერხებელი მუშაობის 99.9% მაჩვენებლის წყალობით, Canvas ყველაზე გავრცელებული, ინდივიდუალურად მორგებადი, ადაპტირებადი და სანდო სასწავლო პლატფორმაა. იგი უფრო სწრაფად გახდა პოპულარული და მომხმარებლების უფრო დიდი რიცხვის მიერ გამოიყენება, ყველა დანარჩენ LMS-თან შედარებით. იხილეთ Canvas-ის მარტივი სწავლის და სწავლების პროცესი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.
itslearning
აქ, საგანმანათლებლო ცენტრში, აღმოაჩენთ 12-ვე კლასზე მორგებულ LMS-ს, რომელიც იმდენად ინტუიციურად მოსახმარებელია, რომ დასაწყისიდანვე სიამოვნებას მოგგვრით. ის იმდენად გონივრულია, რომ მას შეუძლია საკლასო ოთახის ფიზიკური საზღვრების გადალახვა, სტანდარტებთან-შესაბამისობაში მყოფი სასწავლო რესურსების რეკომენდირებისას თითოეული მოსწავლისთვის. მისი შთამაგონებლობის წყალობით სწავლებისა და შესწავლის პროცესს მხიარულება უბრუნდება.
LoveMySkool
LoveMySkool მსოფლიო მასშტაბით ეხმარება აღმზრდელებს სტუდენტების ჩართულობის გაზრდაში. მისი მაღალგანვითარებული ფუნქციების შედეგად ის ერთ-ერთ საუკეთესო სწავლის მართვის სისტემად მიიჩნევა.
Moodle
Moodle მსოფლიოს სასწავლო პლატფორმაა ღია წყაროთი, რომელსაც იყენებენ სკოლები, ინივერსიტეტები, სამუშაო ადგილებზე და სხვადასხვა სექტორებში მსოფლიოს ყველა კუთხეში, 100-ზე მეტ ენაზე. მას აქვს ფუნქციების მაქსიმალურად მორგებადი ხელსაწყოთა ყუთი მასწავლებლებისთვის, ადმინისტრატორებისა და მოსწავლეებისთვის; მისი გამოყენება შეიძლება როგორც რთული სტრუქტურის ტრენინგებისთვის, ასევე ღია კოლაბორაციისთვის განკუთვნილი სივრცეებისთვის, სრულიად ონლაინ ან შერეულ სცენარებში.
NEO By Cypher Learning
NEO სწავლის მართვის სისტემაა (LMS), რომელიც ამარტივებს სასწავლო აქტივობათა შექმნასა და მართვას სხვადასხვა გზით, როგორიცაა ონლაინ-კლასების შექმნა, სტუდენტების შეფასება, თანამშრომლობის გაღრმავება ან მიღწევათა აღნუსხვა.
Sakai
Sakai უზრუნველყოფს ძლიერ, მოქნილ ხელსაწყოთა მრავალფეროვან არჩევანს, რომლებიც სწავლებისა თუ შესწავლის, ისევე როგორც ენერგიული თანამშრომლობის შესანიშნავ საშუალებას იძლევა.
School Bytes
School Bytes LMS-ის მასწავლებლებს შეუძლიათ, შექმნან და შეაფასონ დავალებები OneNote საკლასო ბლოკნოტის აპის გამოყენებით. ცვლილებები ავტომატურად გამოქვეყნდება School Bytes-ში და მონაცემების ხელით შეყვანა აღარ იქნება საჭირო. Microsoft Office Online-თან ინტეგრაციასთან ერთად მასწავლებლები და სტუდენტები მიიღებენ წვდომას უნიფიცირებულ და მრავალფუნქციურ Office 365-ზე.
Schoology
Schoology არის საგანმანათლებლო ტექნოლოგია, რომლის საფუძველში დგას სასწავლო პროცესში თანამშრომლობის პრინციპი. Schoology-ს სასწავლო რესურსების ღრუბელი უზრუნველყოფს მომხმარებლების კომუნიკაციის საშუალებას, მასალებსა და სისტემას, რომელიც ხელს უწყობს განათლებას და უზრუნველყოფს ყველა ხელსაწყოს, რომელიც საჭიროა პერსონალიზებული სწავლებისთვის და სტუდენტის შედეგების გაუმჯობესებისთვის. სწავლების თანამედროვე სისტემას Schoology-ს 12 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს 60 000-ზე მეტ K-12 სკოლასა და უნივერსიტეტში მსოფლიოს მასშტაბით.