რეკლამირებული აპები
მიიღეთ მეტი OneNote-გან, ამ აპებითა და მოწყობილობებით.
Brother Web Connection
თქვენს Brother მოწყობილობას (MFP/დოკუმენტის სკანერი) შეუძლია დაასკანეროს სურათები და ატვირთოს ისინი OneNote-სა და OneDrive-ზე პირდაპირ, ისე რომ არ გაიაროს PC.
Chegg
მოსწავლეებს შეუძლიათ შეინახონ მნიშვნელოვანი საშინაო დავალების პასუხები Chegg Study-ს კითხვა-პასუხიდან OneNote-ში. ამის გაკეთება მარტივია OneNote-ის "ამოჭერით" ღილაკით. აქედან შეგიძლიათ დაალაგოთ თქვენი პასუხები თემის, კლასის ან შესაბამისობის მიხედვით, რომ სწრაფად მოძებნოთ OneNote-ში. შექმენით სრულყოფილი სასწავლო სახელმძღვანელო და გაუზიარეთ ის თანაკლასელებს.
cloudHQ
გააერთიანეთ თქვენი OneNote ჩანაწერები cloudHQ. დაასინქრონეთ თქვენი ბლოკნოტები გლობალური ქსელის სხვა პოპულარულ სერვისებთან, როგორიცაა Salesforce, Evernote, Dropbox. მარტივად ითანამშრომლეთ სხვებთან, გააზიარეთ თქვენი იდეები და აპლიკაციები და ავტომატურად დაასინქრონეთ ისინი ისევ OneNote-თან. ასევე, დაამარქაფეთ OneNote ბლოკნოტები სხვა ონლაინ-საცავებში, რომ დაიცვათ თქვენი იდეები, თუ შემთხვევით წაშლით მათ.
Newton
შეინახეთ მნიშვნელოვანი ელწერილები OneNote-ში ნიუტონზე ერთი დაწკაპუნებით. იქნება ეს ინვოისი, რეცეპტი ან კლიენტის მნიშვნელოვანი ელწერილი, გამოიყენეთ ნიუტონის OneNote ინტეგრაცია იმისათვის, რომ ყველაფერი ერთად შეინახოთ.
Docs.com
Docs.com-ის საშუალებით შესაძლებელია ჩანაწერების და სასწავლო მასალების გაზიარება OneNote ბლოკნოტებში. იგი საშუალებას აძლევს მასწავლებლებს და სტუდენტებს მსოფლიოს მასშტაბით, ნახონ და გამოიყენო თქვენი OneNote ბლოკნოტი, რაც გაზრდის თქვენს პოპულარობასა და ავტორიტეტს გაერთიანებაში.
Doxie Mobile Scanners
Doxie არის ახალი სახის, დამუხტვადი, ფურცლის სკანერი, რომლის საშუალებით შეგიძლიათ დაასკანეროთ დოკუმენტები კომპიუტერის გარეშე, სადაც არ უნდა იყოთ. მხოლოდ დამუხტეთ და ჩართეთ იგი, სადაც ხართ, ჩადეთ ქაღალდი, რეცეპტები და ფოტოები, რომ დაასკანეროთ, დააარქივოთ და გააზიაროთ ისინი. Doxie დაასკანერებს ყველგან, შემდეგ დაასინქრონეთ OneNote-ზე, რომ განახორციელოთ წვდომა ყველა დასკანერებულ დოკუმენტზე, თქვენი ყველა მოწყობილობით.
EDUonGo
EDUonGo ყველას აძლევს საშუალებას, დაიწყოს ონლაინ-აკადემია ან კურსი რამდენიმე წუთში. EDUonGo-ს მოსწავლეებს შეუძლიათ, მარტივად დააექსპორტონ გაკვეთილები საკუთარ ბლოკნოტებში. ეს მოსწავლეებს უმარტივებს ჩანიშვნებსა და სხვებთან გაზიარებას. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ, დაუკავშირდნენ სხვა OneDrive ანგარიშებს. როგორც მასწავლებელს, შეგიძლიათ, დაამატოთ ვიდეო Office Mix-დან თქვენს გაკვეთილებში.
ელწერილის გაგზავნა OneNote-ში
პირდაპირ თქვენს ბლოკნოტში ელფოსტით გაგზავნეთ და ამით გადაიღეთ ის, რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის, როდესაც გზაში ხართ! გაგზავნეთ დოკუმენტები, შენიშვნები, მარშრუტები და უფრო მეტი რამ მისამართზე me@onenote.com და ჩვენ ჩავდებთ მათ თქვენს OneNote ბლოკნოტში, სადაც შეძლებთ მათზე წვდომის განხორციელებას ყველა თქვენი მოწყობილობით.
Epson Document Capture Pro
Document Capture Pro საშუალებას გაძლევთ მარტივად დაასკანეროთ დოკუმენტები, დაარედაქტიროთ გვერდები, შეინახოთ ფაილები და გადასცეთ დასკანერებული მონაცემები პროგრამებს Epson სკანერებით, როგორიცაა Workforce® DS-30, DS-510, DS-560 და სხვა. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ დაასკანერონ OneNote-ზე ერთი შეხებით, რომ მარტივად გახსნან დოკუმენტები სხვადასხვა მოწყობილობიდან, ან გაუზიარონ სხვებს.
eQuil Smartpen2 & Smartmarker
დაწერეთ თქვენი შენიშვნები ნებისმიერ ზედაპირზე და გაგზავნეთ ისინი OneNote-ში, რომ ინტელექტუალურად ისარგებლოთ eQuil Smartpen2 და Smartmarker-ით. ეს არის თქვენი ბრწყინვალე იდეების ბუნებრივად შენახვის გზა.
Feedly
Feedly აკავშირებს მკითხველებს მათთვის ძალიან საინტერესო ამბებსა და ინფორმაციასთან. გამოიყენეთ Feedly, რომ აღმოაჩინოთ და თვალი ადევნოთ შესანიშნავ მასალას, შემდეგ კი შეინახეთ საუკეთესო სტატიები პირდაპირ OneNote-ში, ერთი დაწკაპუნებით.
Paper და Pencil, მომწოდებელი: FiftyThree
გადადით Pencil-იდან Paper-ზე თქვენი იდეებით და შემდეგ გადაიტანეთ ისინი OneNote-ში. ადვილად ჩაწერეთ და დახატეთ გაზრდილი სიზუსტით, რომლითაც გამოირჩევა Pencil და, შეცდომის დაშვების შემთხვევაში, ჩვეულებრივად წაშალეთ სტილუსით - უშუალოდ OneNote-ში. ადვილად შექმენით ჩანაწერები, საკონტროლო სიები და ნახატები Paper-ში, შემდეგ გააზიარეთ OneNote-ში და შეასრულეთ სხვა მოქმედებები, მაგალითად, ერთად იმუშავეთ გაზიარებულ ბლოკნოტზე, დაამატეთ აუდიო ჩანაწერები და მიიღეთ წვდომა შიგთავსზე პრაქტიკულად ყველა მოწყობილობიდან.
Genius Scan
Genius Scan არის ჯიბის სკანერი. მისი საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ ბეჭდური დოკუმენტების ციფრული ასლი, შექმნათ PDF ფაილები და დაუყოვნებლად შეინახოთ ისინი OneNote-ში.
JotNot Scanner
JotNot თქვენს iPhone-ს იყენებს პორტატიულ მრავალგვერდიან სკანერად. შეგიძლიათ JotNot-ის გამოყენებით დაასკანეროთ დოკუმენტები, ქვითრები, თეთრი დაფები, სავიზიტო ბარათები და შენიშვნები ელექტრონული ფორმატით. JotNot ახლა გთავაზობთ პირდაპირ ინტეგრირებას Microsoft-ის OneNote პლატფორმასთან, რათა სწრაფად და მარტივად დაამარქაფოთ და დაალაგოთ თქვენ მიერ დასკანერებული მასალები, თქვენი OneNote ანგარიშის გამოყენებით.
Livescribe 3 Smartpen
Livescribe 3 smartpen და Livescribe+ აპით მარტივად დაწერთ ქაღალდზე და ნახეთ რა გამოჩნდება მომენტალურად თქვენს მობილურ აპარატში, სადაც შეგიძლიათ დაადოთ იარლიყი, მოძებნოთ და გადააკეთოთ თქვენი ჩანაწერები ტესტად. შეგიძლიათ ყველაფერი გაგზავნოთ OneNote-ში, რომ თქვენი ხელნაწერი შენიშვნები და მონახაზები გაერთიანდეს თქვენს დანარჩენ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან.
Mod Notebooks
Mod არის ფურცლებიანი ბლოკნოტი, რომელზე წვდომა შესაძლებელია გლობალური ქსელით. ჩაინიშნეთ ჩვეულებრივ, ფურცლითა და კალმით, შემდეგ კი გვერდებს უფასოდ მიეცით ციფრული სახე. დასრულებული ბლოკნოტის თითოეული გვერდი შეგიძლიათ დაასინქრონოთ OneNote-თან და სამუდამოდ შეინახოთ.
NeatConnect
NeatConnect-ს გადაჰყავს ფურცელების დასტა ციფრულ დოკუმენტებში და კომპიუტერის გარეშე აგზავნის მათ პირდაპირ OneNote-ში. NeatConnect არ იკავებს ადგილს თქვენს სახლში ან ოფისში, იყენებს Wi-Fi-ს და აქვს სენსორული ეკრანის ინტერფეისი, რითაც სწრაფად და მარტივად ხდება დასკანერება OneNote-ზე, რათა დაზოგოთ დრო, უზრუნველყოთ ორგანიზება და პროდუქტიულობა სრულიად ახალ დონეზე.
News360
News360 არის უფასო, პერსონალურად მორგებული ახალი ამბების აპი, რომელიც სწავლობს რა მოგწონთ და მით უფრო ჭკვიანი ხდება, რაც უფრო მეტად იყენებთ მას. 100000+ და უფრო მეტი წყაროდან ყოველთვის შეირჩევა თქვენთვის საინტერესო რამ და ღილაკზე დაწკაპუნებით შეძლებთ შეინახოთ თქვენი რჩეული ამბები პირდაპირ OneNote-ში.
Nextgen Reader
Windows Phone-ის სწრაფი, სუფთა და ლამაზი RSS წამკითხველი. ახლა პირდაპირ შეგიძლიათ შეინახოთ სტატიები OneNote-ში. ისიამოვნეთ კითხვით!
Office Lens
Office Lens ისე მუშაობს, თითქოს სკანერი გაქვთ ჯიბეში. აღარასდროს გამოტოვებთ შენიშვნებს თეთრ ან შავ დაფაზე და არასოდეს მოგიწევთ მოძებნოთ არასწორ ადგილზე დადებული დოკუმენტები ან სავიზიტო ბარათები, დაკარგული ქვითრები ან ჩანიშნული ინფორმაცია! Office Lens-ით უპრობლემოდ წაიკითხავთ და განმეორებით გამოიყენებთ სურათებს. გადაიღეთ მასალა პირდაპირ OneNote-ში, ავტომატური გასწორებითა და გასუფთავებით.
OneNote For AutoCAD
OneNote AutoCAD-ისთვის საშუალებას გაძლევთ, შექმნათ შენიშვნები AutoCAD ნახაზში. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს სისწრაფეს არქიტექტორებისა და ინჟინრების მუშაობაში მსოფლიო მასშტაბით, რომლებიც AutoCAD-ს იყენებენ 2D და 3D ნახაზების შესაქმნელად. იქმნება ამ შენიშვნების სარეზერვო ასლები ღრუბელში და მათზე წვდომა ნებისმიერი ადგილიდან არის შესაძლებელი. მომხმარებელი ნახავს ამ შენიშვნებს, როცა გახსნის ნახაზს AutoCAD-ში.
OneNote Class Notebooks
დაალაგეთ გაკვეთილების გეგმები და კურსის მასალები საკუთარ ციფრულ ბლოკნოტში, სადაც არსებობს პერსონალური სამუშაო სივრცე თითოეული სტუდენტისთვის, ბროშურების ბიბლიოთეკა და საერთო ადგილი გაკვეთილებისა და კრეატიული აქტივობებისთვის.
OneNote Web Clipper
OneNote Web Clipper საშულებას გაძლევთ, შეინახოთ ვებგვერდები ბრაუზერიდან თქვენს OneNote ბლოკნოტებში. მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით შეგიძლიათ სწრაფად გადაიღოთ, რაც გსურთ და დაიმახსოვროთ მეტი მომენტი თქვენი ცხოვრებიდან.
Powerbot for Gmail
შეინახეთ მნიშვნელოვანი ელწერილები, საუბრები და დანართები OneNote–ში პირდაპირ Gmail ინტერფეისიდან. აღარ დაგჭირდებათ აპებში წინ და უკან გადასვლები.
WordPress
შეადგინეთ თქვენი WordPress პოსტები ნებისმიერ მოწყობილობაში, ჯვარედინ პლატფორმაზე, ინტერნეტით ან ინტერნეტის გარეშე, OneNote-ში და მარტივად გაიმეორეთ მასალის გამოყენება ყველა თქვენი არსებული ჩანაწერიდან.
Zapier
Zapier არის უმარტივესი გზა OneNote-ის დასაკავშირებლად თქვენ მიერ უკვე გამოყენებულ აპებთან, როგორიცაა Salesforce, Trello, Basecamp, Wufoo და Twitter. ამ აპის გამოყენებით დაამარქაფეთ შენიშვნები, აღრიცხეთ შესრულებული დავალებები, ან შეინახეთ ახალი კონტაქტები, ფოტოები, ვებგვერდები და ა.შ.